წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს კარდიოლოგი დავით წულაია კორონავირუსით გარდაიცვალა.
მას ვირუსი მძიმე ფორმით ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა. ვირუსთან ერთად, ექიმს თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა.
საქართველოში დღეს, 29 ნოემბერს კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 721 პაციენტი, 35 კი გარდაიცვალა.